ლოგისტიკური მომსახურება
ლოგისტიკური მომსახურება მოიცავს ლოგისტიკური ჯაჭვის ყველა ელემენტის განხორციელებას, მათ შორის: წარმოების ადგილიდან ტვირთის ტრანსპორტირებას, დასაწყობებას, ტვირთის განაწილებას საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.
რაც უფრო ეფექტურად არის განხორციელებული ლოგისტიკური სერვისი, მით უფრო სწრაფად ნაკლები ხარჯებით ხდება ტვირთის მიწოდება დანიშნულების ადგილამდე და შესაბამისად ბიზნესი ზოგავს ორ მნიშვნელოვან რესურს: ფინანსებს და დროს.
საერთაშორისო ლოგისტიკა
გლობალური და ლოკალური ეკონომიკებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო ლოგისტიკა.
ეს არის ლოგისტიკური პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს სახელმწიფოებს შორის, სხვადასხვა იურისდიქციაში, განსხვავებული რეგულაციებისა და გარემო-პირობების გათვალისწინებით.
ხშირად, საერთაშორისო ლოგისტიკური ჯაჭვების შეფერხება იწვევს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მაგ: სუეცის არხში გაჭედილმა ტანკერმა გამოიწვია მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჯაჭვის დარღვევა, რამაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქონია გავლენა.