სახმელეთო გადაზიდვები - ყველა ძირითადი მიმართულებით
სახმელეთო გადაზიდვები საშუალებას იძლევა თქვენი ტვირთის ტრანსპორტირება განხორციელდეს კარიდან კარამდე პრინციპით, სწრაფად და იაფად.
ჩვენ გთავაზობთ ტვირთის გადაზიდვას ყველა ძირითადი ევროპული და რეგიონალური მიმართულებებიდან, როგორიცაა: თურქეთი, გერმანია, იტალია, უნგრეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუმენთი, ყაზახეთი და სხვა.
ასევე გთავაზოთ ტვირთის ექსპორტს სახმელეთო გზით, მათ შორის ნაკრები ტვირთის ტრანსპორტირებას.
სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებები:
- საავტომობილი გადაზიდვა ევროპიდან
- სახმელეთო ტვირთი შუა აზიიდან
- ტვირთის იმპორტი თურქეთიდან
- რეგიონალური ქვეყნები (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი)
რას მოიცავს სახმელეთო გადაზიდვა?
ვმუშაობთ, როგორც იმპორტზე, ასევე ექსპორტზე ყველა ძირითადი მიმართულებით.
გარდა ამისა, ჩვენი მომსახურება მოიცავს:
- შიდა გადაზიდვები (ევრო კავშირის შიგნით)
- არაგაბარიტული & საშიში ტვირთის ტრანსპორტირება
- ნაკრები ტვირთი (გრუპაჟი)
- ტვირთის დასაწყობება
- დოკუმენტაციის მენეჯმენტი
- ბროკერული მომსახურება
საავტომობილი გადაზიდვების უპირატესობები
სახმელეთო გადაზიდვა ხასიათდება ბევრი უპირატესობით, მათ შორის:
- დაბალი ღირებულება
- სისწრაფე და მოქნილობა
- საწვავის ეკონომია
- ნაკლები ზიანი გარემოსთვის
- გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა
სახმელეთო ტრანსპორტირების გამოწვევები 2023 წელს
საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვების ინდუსტრია ხასიათდება მუდმივი ზრდის ტენდენციით, თუმცა ყოველთვის არსებობს გარკვეული გამოწვევები, რომლებიც ქმნის შეფერხებას და სფეროს განვითარების შეფერხებას.
წარმოგიდგენთ ასეთი გამოწვევების ტოპ ხუთეულს 2023 წლისთვის:
ტრანსპორტირების ღირებულების ზრდა – ბოლო წლებში ფიქსირდება გადაზიდვის ღირებულების სწრაფი ტემპებით ზრდა, რაც გამოწვეულია სოციალური-ეკონომიკური და პოლიტიკური რეალობებიდან გამომდინარე, თავისი წილი უკავია ასევე მუშა-ხელის სიმცირესა და საწვავის ფასის არასტაბილუობას.
კვალიფიციური მუშა-ხელის სიმცირე – ნებისმიერ განვითარებად ინდუსტრიაშია კადრების დეფიციტი, თუმცა ლოგისტიკურ სფეროში განსაკუთრებით იგრძნობა კადრების სიმცირე, რაც განაპირობებს სფეროს განვითარების შეფერხებას.
ციფრული ტექნოლოგიების სიმწირე – გადაზიდვები არის სფერო, რომელიც განსაკუთრებით საჭიროებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და გამოყენებას, რათა მოხდეს ლოგისტიკური ჯაჭვის ეფექტურად შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება, ასევე პროცესების კონტროლი. სამწუხაროდ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა ამ სფეროში არ მიმდინარეობს სწრაფი ტემპებით, რაც რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში.
ტვირთის გადაზიდვა ევროპიდან
IBEX-ის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ტვირთის სახმელეთო გადაზიდვა ევროპიდან, ჩვენ ვახორციელებთ, როგორც ტვირთის იმპორტს ევროპის ქვეყნებიდან, ასევე ექსპორტს ყველა ძირითადი მიმართულებით.
ევროპიდან ტვირთის სახმელეთო გზით ტრანსპორტირების გარდა, ხორციელდება სამი ძირითადი მეთოდის გამოყენებით, როგორიცაა:
- საზღვაო გადაზიდვები
- სარკინიგზო გადაზიდვები
- საჰაერო გადაზიდვები
გადაზიდვის მეთოდის არჩევა დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, როგორიცაა: ტვირთის ზომა და წონა, ასევე ტრანსპორტირების მანძილი და ვადები.
ასევე დაგაინტერესბთ – საზღვაო გადაზიდვები ჩინეთიდან