განხორციელებული პროექტები

2023 წლის აგვისტოში წარმატებით განვახორციელეთ საავიაცო საპროექტო გადაზიდვა არგენტინიდან საქართველოს, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის მიმართულებით.

პროდუქცია : მედიკამენტები. 45 ტონა, 180 პალეტი.

პროექტის ფარგლებში, Ibex Logistic-მა განახორციელა შემდეგი ოპერაციები :

  • ავიაგადაზიდვა თბილისის მიმართულებით.
  • საბაჟო-საბროკერო მომსახურება (რე-ექსპორტი)
  • სრული სატერმინალო მომსახურება
  • სახმელეთოი გადაზიდვა თბილისი-ბაქო (3 სტანდარტული ტენტი)
  • საჰაერო გადაზიდვა თბილისი-უზბეკეთი.

2023 წლის მარტის თვეში წარმატებით განხორციელდა არასტანდარტული ტვირთის გადაზიდვა ფოთის პორტიდან ბაქოს მიმართულებით.

პროდუქცია :

  • ტრანსფორმატორი
  • 64,5 ტონა
  • 6,4 M x 3,2 M x 4,45 M

 

პროექტის ფარგლებში, Ibex Logistic-მა განახორციელა შემდეგი ოპერაციები :

  • ტვირთის მიღება ფოთის პორტში
  • საბაჟო-საბროკერო მომსახურება (ტრანზიტი)
  • გაცილება/ნებართვების მოპოვება
  • სახმელეთო გადაზიდვა ფოთი-ბაქო

2022 წლის სექტემბრის თვეში წარმატებით განხორციელდა ყაზახეთიდან სარკინიგზო გადაზიდვის საშუალებით ფოთის პორტამდე ქვა-ნახშირის ნაყარ მდგომარეობაში ტრანსპორტირება.

ჩვენი კომპანიის დახმარებით განვახორციელეთ 2 000 ტონა ქვა-ნახშირის ტრანსპორტირება.

პროექტის ფარგლებში, Ibex Logistic-მა განახორციელა შემდეგი ოპერაციები:

  • ყაზახეთიდან ფოთის პორტამდე ვაგონების ტრანსპორტირება
  • სტივიდორული მომსახურება ფოთის პორტში
  • საბაჟო პროცედურების მოგვარება ( ტრანზიტული ტვირთის გაფორმება)
  • გემის დაფრახტვა (საქართველო, ფოთი – იტალია, ტრიესტე)

2022 წლის აპრილისა და მაისის თვეში განხორციელდა 200 ერთეული 40 ფუტიანი კონტეინერის ტრანსპორტირება ჩინეთიდან, Qingdao პორტიდან თბილისის მიმართულებით.

პროექტი განხორციელდა 8 ტრანშად ( თითო ტრანში 25 ერთეული 40 ფუტიანი კონტეინერი)

პროდუქცია : გაგრილების სისტემები.

პროექტის ფარგლებში, Ibex Logistic-მა განახორციელა შემდეგი ოპერაციები :

  • ჩინეთის მისამართიდან ტვირთის აღება
  • საზღვაო გადაზიდვა
  • საბაჟო საბროკერო მომსახურება ფოთის პორტში
  • ადგილობრივი გადაზიდვა ფოთის პორტი-თბილისი

2021 წლის აგვისტოში IBEX LOGISTICS-ის დახმარებით მოხდა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა ტვირთის დროულ და უსაფრთხო ტრანსპორტირებას თბილისი-პრაღა-პრაღა-თბილისის მიმართულებით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაიფრახტა თვითმფრინავი, რომელმაც შეასრულა აღნიშნული რეისი, ყველა მოთხოვნის შესაბამისად.