საჰაერო გადაზიდვები & რატომ ავია ტრანსპორტი?

საჰაერო გადაზიდვებისაჰაერო გადაზიდვები ყველაზე სწრაფი და ეფექტური ტრანსპორტირების მეთოდია, მისი მეშვეობით შესაძლებელია ტვირთის ყველაზე უფრო მოკლე ვადებში და ყველაზე უფრო მეტი მიმართულებიდან ჩამოტანა.

განსაკუთრებული ტვირთის ტრანსპორტირებისას, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია ჩარტერული გადაზიდვები, ავია გზით.

საჰაერო გადაზიდვების უპირატესობები:

უფრო სწრაფია – გაცილებით სწრაფია ვიდრე სხვა ტიპის ტრანსპორტირების მეთოდები.

ტრანსპორტირება ყველგან – თითქმის ყველა ქვეყნიდან შეგიძლიათ ტვირთის გამოგზავნა ან გაგზავნა.

უფრო დაცულია – ავია გზით ხდება ყველაზე ფასეული ტვირთის ტრანსპორტირება. თქვენი ტვირთი მაქსიმალურად დაცულია, რადგან აეროპორტები ხასიათდება ყველაზე მაღალი დაცვის სტანდარტით, ასევე ტვირთის გადაზიდვის პროცედურაც მაქსიმალურად დაცულია.

კონტროლის მეტი შესაძლებლობა – თქვენ ზუსტად გაქვთ ინფორმაცია, თუ სად არის თქვენი ტვირთი და როგორ მოძრაობს დროის კონკრეტულ მონაკვეთში.

ავია გადაზიდვების პროცესი

ტვირთის ავია ტრანსპორტირების პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება: 

1.ტვირთის მომზადება& გეგმარების ეტაპი – ტვირთის მოცულობის, ტიპისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ხდება გადაზიდვების პროცესის შემუშავება.

2.დოკუმენტაციის მოწესრიგება – ნებისმიერი საერთაშორისო ტრანსპორტირების პროცესი გულისხმობს მრავალი დოკუმენტაციის მომზადებას და სათანადო ფორმით გამოყენებას.

3.ხარჯების განსაზღვრა და შესაბამისი ანგარიშსწორების განხორციელება

4. ტვირთს ჩაბარება და ავია ტრანსპორტში ჩატვირთვა

5. ავია გადაზიდვის პროცესის მონიტორინგი

6.საბაჟო პროცედურების უზრუნველყოფა

7. ტვირთის გადატვირთვა და ჩაბარება საბოლოო ადგილმდებარეობის მიხედვით

გსურთ მიიღოთ დამატებითი კონსულტაციები ავია გადაზიდვების შესახებ? დაგვიკავშირდით დღესვე, ჩვენი გუნდი მზად არის გაგიწიოთ დეტალური კონსულტაცია.