ტვირთის გადაზიდვა ყაზახეთიდან

გადაზიდვა ყაზახეთიდანერთ-ერთი მზარდი მიმართულება გახლავთ ტვირთის გადაზიდვა ყაზახეთიდან, ასევე სხვა შუა აზიური ქვეყნებიდან.

საქართველო ახორციელებს ტვირთის აქტიურ იმპორტს ყაზახეთიდან, რომელიც მუდმივად ზრდადია, ასევე საქართველოს მნიშვნელოვანი ტრანზიტული როლი უკავია შუა აზიური სახელმწიფოებისთვის, ტვირთის ევროპაში ტრანსპორტირების მიმართულებით.

გარდა ამისა, საქართველოზე გადის უძველესი აბრეშუმის გზა, რომელიც ისტორიულად სწორედ შუა აზიიდან მოდიოდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მაშინდელ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე.

ეს გზა აქტუალურია დღესაც, როდესაც არსებობს რუსეთის გვერდის ავლით, ევრაზიული ლოგისტიკური ურთიერთობების შენარჩუნების საჭიროება.