საერთაშორისო გადაზიდვები

საერთაშორისო გადაზიდვები წარმოადგენს ლოგისტიკის ხერხემალს და მოიცავს ტვირთის ტრანსპორტირების კომპლექსურ პროცესს სახელმწიფოებს შორის, სხვადასხვა საკანონმდებლო სისტემების, საგზაო წესების, საბაჟო სისტემების და სახელმწიფო წყობის გათვალისწინებით.

საერთაშორისო გადაზიდვების ძირითადი ფორმები:

არსებობს საერთაშორისო გადაზიდვების ოთხი ძირითადი მიმართულება:

1.სახმელეთო გადაზიდვები – ტვირთის ტრანსპორტირება საავტომობილო საშუალებები, როგორიცაა ტრაილერი. 

2.ავია გადაზიდვები  – ხორციელდება სხვადასხვა ზომის და ფორმის საჰაერო ხომალდებით.

3.საზღვაო გადაზიდვა – ხორციელდება საზღვაო ტრანსპორტით, ძირითადად კონტეინერების მეშვეობით.

4.სარკინიგზო გადაზიდვები – ტვირთის ტრანსპორტირება ხორციელდება სატვირთო მატარებლის მეშვეობით.

როგორი იქნება საერთაშორისო გადაზიდვები 2023 წელს?

საერთაშორისო გადაზიდვები

ჩვენ ვაკვირდებით ტენდენციებს და მთავარ მოვლენებს ლოგისტიკურ სფეროში, რის საფუძველზეც შეგვიძლია განვსაზღვროთ 5 ძირითადი ტენდენცია:

  • ავტომატიზაცია – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საერთაშორისო ლოგისტიკური სფეროსთვის. რაც უფრო ეფექტურად არის ავტომატიზირებული თქვენი საქმიანობის ძირითადი ასპექტები, მით უფრო ნაკლები რესურსები იფლანგება, რაც საშუალებას გაძლევთ უფრო კარგი ტარიფები შესთავაზოთ მომხმარებლებს და გახადოთ თქვენი სერვისი უფრო სწრაფი და მოსახერხებელი.
  • მწვანე ლოგისტიკა – დასავლური ქვეყნები ცდილობენ სულ უფრო მეტი “მწვანე კომპონენტი” გამოიყენონ საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში, ამ კუთხით ხდება საკანონმდებლო დონეზე გარკვეული შეღავათებისა და პრივილეგიების მინიჭება, რაც საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ტენდენციაა.
  • გადაზიდვების მონიტორინგი– თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას იძლევა უფრო მეტი კონტროლის მექანიზმები იქნას გამოყენებული ტვირთის ტრანსპორტირების პროცესში, მათ შორის მომხმარებელს მიეცეს საშუალება თვალ-ყური ადევნოს ტვირთის მდებარეობას. ასეთი სერვისების დანერგვა და განვითარება ერთი ნაბიჯით წინ დაგაყენებთ, თქვენ კონკურენტებთან შედარებით.
  • ხელოვნური ინტელექტი – ცალკე გამოსაყოფია ხელოვნური ინტელექტი და მისი უსაზღვრო შესაძლებლობები ამ სფეროში. 2025-2030 წლებში ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით რევოლუციურ ძვრებს უნდა ველოდოთ ინდუსტრიაში.
  • მუშა-ხელის დეფიციტი – მოთხოვნის ზრდისა და სპეციალისტების ნაკლებობის ფონზე, სულ უფრო დეფიციტური ხდება კვალიფიციური მუშა-ხელის მოძიება, რასაც ნაწილობრივ ხელოვნური ინტელექტი დააბალანსებს, თუმცა არა საკმარისად. ეს საკითხი კვლავ დიდ გამოწვევად დარჩება ახლო მომავალში.

გსურთ გაიგოთ მეტი საერთაშორისო გადაზიდვების შესახებ, ან გაქვთ კონკრეტული შეკითხვები?

დაგვიკავშირდით დღესვე. ჩვენი სპეციალისტები მზად არიან გაგიწიონ დეტალური კონსულტაციები საერთაშორისო ლოგისტიკის სფეროში.